სირიის საკითხთან დაკავშირებით ჟენევაში მოლაპარაკება საერთო კომუნიკეს მიღებით დასრულდა.
დოკუმენტს მხარი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ყველა ქვეყანამ დაუჭირა, თუმცა იქამდე აზრი კოფი ანანის ახალ გეგმასთან დაკავშირებით გაიყო.
უკანასკნელ მომენტამდე გეგმის ერთ-ერთ პუნქტს არ ეთანხმებოდნენ რუსეთი და ჩინეთი, რის გამოც პუნქტი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გარდამავალი ხელისუფლების ფორმირებაში მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ პირებს, რომლებიც ახალ ხელისუფლებას დისკრედიტაციის საფრთხის წინაშე დააყენებდნენ, დოკუმენტიდან ამოიღეს.
internet.ge