საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო თავგანწირული გმირების გარეშე
ვერ
იარსებებდა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა დღეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმში კურსდამთავრებულთა პირველ გამოსაშვებ ცერემონიაზე განაცხადა, ქვეყანა დიდი გამოწვევების წინაშეა, ტერიტორიები
ოკუპირებულია,
თუმცა
ეს
ყველაფერი
დროებითია.
სააკაშვილის შეფასებით, თავდაცვის სფეროში ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა.
“არ არსებობს უფრო დიდი პატივი ვიდრე, ემსახურო საკუთარ ქვეყანას სამხედრო ფორმით. არ არსებობს უფრო მეტი დამსახურება ვიდრე იბრძოლო შენი ქვეყნისთვის და მზად იყო თავი გასწირო მისთვის.
საქართველო
თავგანწირული
გმირების
გარეშე
დღეს,
შემდგარი
ქვეყანა
ვერ
იქნებოდა.
საქართველო
კი,
დღეს
დიდი
გამოწვევების
წინაშეა,
ქვეყნის
ტერიტორიები
ოკუპირებულია,
თუმცა
ჩვენი
გამოცდილებით
ყველა
დამპყრობელი
არის
დროებითი
და
საქართველო
არის
მარადიული”,-
განაცხადა
პრეზიდენტმა.
Internet.ge