თინა ხიდაშელი: მერაბიშვილის გაპრემიერების შემდეგ ყველა მინისტრს ეცოდინება ვინ არის უფროსი
“ქართული ოცნების” ლიდერები ამ წუთებში, მცხეთაში თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.
მცხეთაშია კოალიციის ერთ-ერთი წევრი თინა ხიდაშელიც. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ბიძინა
ივანიშვილი გამოსვლისას სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყობის თაობაზე ისაუბრებს,
გარდა ამისა, შეეხება ყველა იმ თემას, რაც წინა აქციებზე გაჟღერდა“.
ხიდაშელმა კომენტარი გააკეთა ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის თაობაზეც. მისი თქმით, „ახლა უკვე ყველა მინისტრს ეცოდინება, თუ ვინ არის მათი უფროსი“.
internet.ge