“ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ყოველთვის ცდილობდა თავის ხალხს დახმარებოდა, თუმცა მიხვდა, რომ მხოლოდ დახმარებით ხალხს ვერ უშველიდა, რის გამოც პოლიტიკაში მოვიდა.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილმა დღეს მცხეთაში გამართულ აქციაზე გააკეთა.
მისი თქმით, აქციებით გამოჩნდა როგორი მხადაჭერა აქვს “ქართულ ოცნებას”.
ივანიშვილის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, წარმოაჩინოს, რომ ის სხვა ქვეყნიდან იმართება, რაც შეურაცმყოფელია.
“მე ვერ მოვახდენ სასწაულს, მაგრამ გავაკეთებ ყველაფერს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ადამიანები თავის ქვეყანაში დევნილებად იქცნენ. ამ ადამიანებს მინდა მივმართო, ჩვენ ყველა პირობას შეგიქმნით, სანამ სახლებში დაბრუნდებით. ხელისუფლების მოწყალებაზე აღარ იქნებით დამოკიდებული, თქვენ ღირსეულ ცხოვრებას შეძლებთ. მე დაპირებებს ადვილად არ ვიძლევი, რადგან ვიცი სიტყვის ფასი და ესაც მალე შესრულდება”,- განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge