ივანიშვილი სოფლის თვითმართველობის შექმნის ინიციატივით გამოდის
19:33 01.07.2012
|
დღის სიახლეები
|
კოალიცია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში სოფლებში თვითმართველობებს დააფუძნებს. ამის შესახებ ივანიშვილმა მცხეთაში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ყველა სოფელში თვითმართველობა შეიქმნება, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა ეს თანხები არ იქნება ჩინოვნიკების ხელში და მოხმარდება სოფელს“,– განაცხადა ივანიშვილმა. კოალიციის ლიდერი ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ მას რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|