საქართველოს
მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტი ამ კვირაში დაამტკიცებს.
როგორც
ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განუცხადა,
ხვალ, პარლამენტში განსახილველად მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა შევა.
მისი
თქმით, ახალ პრემიერ–მინისტრს სამომავლო მუშაობის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია გააჩნია.
ხუროშვილის
განცხადებით, მთავარი გამოწვევა იმ პრობლემების მოგვარება იქნება, რაც თანამოქალაქეებს აწუხებთ. კერძოდ, ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა.
internet.ge