GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მაია ფანჯიკიძე: ჩვენ გვაქვს საარჩევნო კამპანიის ალტერნატიული გზა
12:19 02.07.2012
დღის სიახლეები

ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე,  გასულ კვირას, კოალიციის გარშემო მომხდარ ფაქტებზე ისაუბრა.

როგორც ფანჯიკიძემ გუშინ მცხეთაში გამართული აქციის კომენტირებისას განაცხადა, აქცია „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი გამარჯვება იყო, რადგან მცხეთაში ისეთივე კარგი აქცია გაიმართა, როგორც თბილისში, ქუთაისსა და ოზურგეთში.

ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ აქცია ყოველგავარი ექსესების გარეშე ჩატარდა,  რაც მისი შეფასებით განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია.

ფანჯიკიძე ასევე კოალიციის სუბიექტების დაჯარიმების საკითხსაც შეეხო.

„29 ივნისს სააპელაციო სასამართლოში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართა. საერთოდ სასამართლოს ივანიშვილის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის 2-3 დღე სჭირდება, აღნიშნული სასამართლო დავა კი, 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გასულ კვირაში ასევე, დაჯარიმდნენ „ქართული ოცნების“ სუბიექტები. ეს ყოველივე კი არის მცდელობა კოალიციის საარჩევნო კამპანიის წარმოება შეუძლებელი გახდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს საარჩევნო კამპანიის ალტერნატიული და კანონიერი გზა რომლითაც გავაგრძელებთ მას“,- განაცხადა ფანჯკიძემ.

ფანჯიკიძემ ყურადღება ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმის იძულების წესით სამართლის აღსრულებაზე გაამახვილა.

„აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დააყადაღა „ქართუ ბანკის“ 100%-იანი, ასევე, „ქართუ ჯგუფის“ 100 %-იანი და „პროგრეს ბანკის“ 27 %- იანი წილები. მინდა გითხრათ, რომ „ქართუ ბანკის“ 100%-იანი წილის მფლობელია „ქართუ ჯგუფი“, მის 100%-იან წილს კი ფლობს ორი ქართული და ოთხი უცხოური კომპანია. უცხოური კომპანიები, სადაც ივანიშვილს წილი ჰქონდა, 2 მაისს, უტა ივანიშვილზე იქნა გაფორმებული. რაც შეეხება აღსრულების ბიუროს აღნიშნულ ქმედებას, ეს არის უკანონო“,- განაცხადა პრესსპიკერმა.

რაც შეეხება „პროგრესს ბანკს“, მაია ფანჯიკიძე ადასტურებს, რომ აღნიშნულ ბანკში 27 %-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილია.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გოგა ხაჩიძე: ოეე! შ.ს.ს! ოეე! მთავრობა! რას ელოდებით?!...1
ბანკმა “რესპუბლიკამ” სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია2
ფინალურ დებატებში ობამამ მით რომნის აჯობა3
გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლება არ დასტურდება4
არასამთავრობოებმა არჩევნების პორტალზე დაფიქსირებული ინციდენტები მიმოიხილეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X