საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დასაქმების სახელმწიფო
სამინისტროს ფუნქციები განმარტა.
მისი თქმით, სამინისტრო უმუშევარ მოქალაქეთა ბაზას შექმნის და მათ
დასაქმებაში დაეხმარება.
„დასაქმების სამინისტრო მუშაობას უახლოეს დღეებში შეუდგება და მალე
ჩამოაყალიბებს კონცეფციას, შექმნის ბაზებს, აღწერს საქართველოში არსებულ ყველა
უმუშევარს, მოიძიებს ვაკანსიებს, ის დაეხმარება დაუსაქმებელ ადამიანს სამსახურის
მოძიებაში. სამინისტრო დაეხმარება მოქალაქეებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. რაც ყველაზე მთავარია უწყება კორდინაციას გაუწევს
მთავრობის წევრებს, რომ თითოეული სამინისტრო იყოს კოორდინირებული დასაქმებისკენ“,-
განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ პაატა
ტრაპაიძეს პოლიტიკასთან ადრე არსადროს ჰქონია შეხება.
მერაბიშვილის ინფორმაცით, ტრაპაიძემ ერთ-ერთ კუთვნილ საწარმოში 700 საქართველოს მოქალაქე
დაასაქმა.
internet.ge