დასაქმების სახელმწიფო მინისტრის, პაატა ტრაპაიძის
განცხადებით, ახლადშექმნილი სამინისტრო ყველა პარტიასთან ითანამშრომლებს, მათ
შორის ოპოზიციურ პარტიებთანაც.
როგორც დღეს, წარდგენის შემდეგ, ტრაპაიძემ განაცხადა, სამინისტრო ღია
იქნება ყველასთვის, ვისაც რაიმე წინადადება და იდეა ექნება.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ,
განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიური მრწამსისა და პოლიტიკური შეხედულებებისა,
მიიღოს ის, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ნახოს თავისი
ადგილი საზოგადოებაში. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ განათლების,
ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან“,- განაცხადა
ტრაპაიძემ.
internet.ge