მისფელდერი: საქართველოში ჩასატარებელი არჩევნები შესაძლოა დემოკრატიის ეტალონი გახდეს
გერმანიის ბუნდესტაგის
წევრმა ფილიპ მისფელდერმა მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, გაითვალისწინოს 2008 წლის
მაისის საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული შეცდომები და შემოდგომაზე თავისუფალი
არჩევნები ჩაატაროს.
„საქართველოს
პრეზიდენტმა ეუთო-ს ყველა სტანდარტი უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში,
წინასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მედიის თავისუფალი მუშაობა და
ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში უნდა მოქმედებდეს,“ - განაცხადა მისფელდერმა.
გერმანელი დეპუტატის
თქმით, მომავალი არჩევნები შეიძლება გახდეს დემოკრატიისა და თავისუფალი არჩევნების
ეტალონი პოსტსაბჭოთა სივრცეში. მან 2008 წლის არჩევნებიც შეაფასა. ბუნდესტაგის
წევრის აზრით, გასული არჩევნების დროს მმართველ პარტიას რეალური ალტერნატივა არ
ჰყავდა.
internet.ge