მთავრობამ მომდევნო 4 წლის პროგრამა წარმოადგინა. რომელშიც საუბარია, რომ პენსიების დაფინანსებისთვის 6 მილიარდი ლარის გამოიყოფა, ჯანმრთელობის დაზღვევას მოხმარდება 3 მილიარდი ლარი, სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯება 3 მილიარდი. სოფლის მხადაჭერას მოხმარდება 4 მილიარდი, ამავე რაოდენობის თანხა დაიხარჯება განათლების დაფინანსებისთვის.
პროგრამაში ნათქვამია: მოზიდული იქნება 4 მილიარდზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიციები, რაც დამატებით დაახლოებით 80 ათასი სამუშაო ადგილს ნიშნავს. ტურისტების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზრდება, რაც 140 ათას სამუშაო ადგილს შექმნის, დაიგება ხუთიათასი კილომეტრის გზა- რაც 40 ათასი სტაბილურად დასაქმებულ ადამიანს ნიშნავს. ასევე, გაგრძელდება 15 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და 13 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ვიდრე გარდატეხა მოხდება უმუშევრობის პრობლემის დაძლევის საკითხში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და თანადგომა იგრძნოს ჩვენი ქვეყნის თითოეულმა ოჯახმა. ძლიერი ოჯახი - ძლიერი საქართველოა“.
პროგრამაში ასევე საუბარია იმ ინიციატივაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილმა გუშინ გააჟღერა: 4 წლის განმავლობაში 1000 ლარიანი ვაუჩერი ყველა ოჯახს გადაეცემა.
internet.ge