GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას აცნობს
14:30 03.07.2012
დღის სიახლეები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი პარლამენტს სამთავრობო პროგრამას - „მეტი სარგებელი ხალხს“ აცნობს.

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მერაბიშვილმა გამოსვლა იმით დაიწყო, რომ ის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა, რომელთა ეზოს მახლობლადაც კარგი გზა იყო გაყვანილი და მიმდებარე ტერიტორიაზე ფასადიც შელამაზებულია, მაგრამ იმ ოჯახში ციფრები და წარმატება, რასაც ქვეყანამ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიაღწია არ იგრძნობოდა.

მერაბიშვილის თქმით, ამ ოჯახის წევრები არ არიან პენსიონერები და მასწავლებლები. კლასიკური თბილისური ოჯახია, რომელთაც სადაზღვეო პოლისები არ გააჩნიათ.

მერაბიშვილის განცხადებით, ამ ოჯახის ყველაზე პატარა წევრს - დათუნას, პირველი სექტემბრიდან სადაზღვეო პოლისი გადაეცემა.

„ამ პატარა ბიჭს ჩემი შვილის სახელი ერქვა რაც ძალინ გამიხარდა და მას პირველი სექტემბრიდან პოლისი გადაეცემა“,- განაცხადა მერაბიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ამ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მას შს სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს უბანი ერთ დროს ძველი ბიჭების ქუჩა იყო და ამ ოჯახის წევრმა მადლობა გადამიხადა იმისათვის, რომ დღეს ეს ქუჩა ქურდებისა და ნარკომანების თავშეყრის  ადგილი აღარ არის. ჩვენი მიზანია მეტი სარგებელი ჰქონდეს ხალხს და უფრო მეტი სამუშაო შევქმნათ“,- განაცხადა მერაბიშვილმა.  

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პუტინს იმედი აქვს, რომ ცხინვალი თბილისთან ურთიერთობებს დაალაგებს1
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "ქართული ოცნების" აქციის სამზადისი მიმდინარეობს2
ბრაზილიის ნაკრები შესაძლოა გვარდიოლამ გაწვრთნას3
ნაპოვნია რაფაელის ტილო, რომელიც ნაცისტებმა გაიტაცეს4
Google-მა ახალი სერვისი შემოიღო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X