GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი: შს სამინისტროში ძირეული რეფორმები არ განხორციელდება
16:30 03.07.2012
დღის სიახლეები

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ძირეული რეფორმები ვერ განხორციელდება და უწყებაში არსებული რეფორმები გაგრძელდება.

ამის შესახებ ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ სხდომაზე მერაბიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ნიკოლოზ ლალიაშვილი დაინტერესდა ძალოვან უწყებებში სისტემური ცვლილებები განხორციელდება თუ არა.

მერაბიშვილის მოსაზრებით, საქართველოს პოლიცია მაღალი ნდობით აღჭურვილი ინსტიტუტი იქნება და ახალაია იქნება მინისტრი, რომელიც რეფორმებს გაატარებს.

მისივე  თქმით, ახალაის ამ პოსტზე დანიშნვა პრეზიდენტს მან თავად სთხოვა.

მერაბიშვილის შეფასებით, პოლიტიკოს, რომელიც ფიქრობს, რომ პოლიცია პოლიტიზირებულია, ეს მოსაზრება თავად აზარალებს, რადგან ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა პოლიციაში გატარებული რეფორმებია.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ის ამაყობს, რომ პოლიციაში გატარებულ რეფორმებში წვლილი თავად მიუძღვის.

ამასთან მერაბიშვილი ლალიაშვილის იმ კითხვასაც გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი საქართველოში წვევანდელების გაწვევით დაინტერესდა. მინისტრის თქმით, გაწვევა კვლავ გაგრძელდება და საყოველთაო გაწვევაზე უწყება უარს ვერ იტყვის, რადგან ჩვენ ქვეყანას მეზობლებთან შედარებით მცირერიცხოვანი არმია ჰყავს.

მერაბიშვილის განცხადებით აუცილებელია ქვეყანას სამხედრო კუთხით ფართო რეზერვი ჰყავდეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე რეაგირება მოახდინონ.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დარჩიაშვილი ხათუნა კალმახელიძის გადაწყვეტილებას მიესალმება1
პოლიციამ 9 ახალშობილის სხეულის ნარჩენები იპოვა2
იაპონია ავღანეთს 3 მილიარდ დოლარს გამოუყოფს3
კონტროლის პალატა პარტიათა შემოწირულობების ნუსხას აქვეყნებს4
ფინანსთა მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X