პრემიერ-მინისტრის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი პირობას დებს, რომ
მომავალში ქართულ მედიასთან მაქსიმალურად გახსნილი იქნება.
ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ სხდომაზე მერაბიშვილმა მედიასთან ურთიერთობაზე
მას შემდეგ ისაუბრა, რაც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე
დაინტერესდა, თუ როგორ გააგრძელებს მერაბიშვილი რუსეთთან ურთიერთობას.
მერაბიშვილის თქმით, ის რუსულ ლიბერალურ პრესასთან ურთიერთობს, ვინაიდან
მიიჩნევს, რომ ამ გზით საქართველოში გატარებული რეფორმების რეკლამირება უფრო
მარტივი იქნება.
მისი თქმით, რუსეთში პოლიციის რეფორმა საქართველოსთან ასოცირდება და
ის შანსს ხელიდან არ უშვებდა, რომ რეფორმების პოპულარიზაციის მიზნით რუსულ
მედიასთან ეთანამშრომლა.
„რუსულ მედიასთან დაკავშირებით თქვენს ეჭვიანობას გამოვეხმაურები და
გეტყვით, რომ მათთან რეფორმების რეკლამირების მიზნით ვთანამშრომლობდი, რომ
ინფორმაცია მიმეწოდებინა ქართული რეფორმების თაობაზე. მომავალში ქართულ მედიასთან
მაქსიმალურად გახნილი ვიქნები. ქართულ პრესას კი, ბოდიშს ვუხდი, რომ ამ პერიოდში
რუსულ პრესასთან უფრო ვთანამშრომლობდი. ვცდილობდი შანსი ხელიდან არ გამეშვა
საქართველოს რეფორმების რეკლამა გამეკეთებინა, რადგან ამ რეფორმების შესახებ თქვენ
თავადაც იცოდით“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
internet.ge