1000 ლარიან ვაუჩერებთან დაკავშირებით კრიტერიუმები განისაზღვრება.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებთან“
შეხვედრაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა თუ
რატომ უნდა მიეცეს 1000 ლარიან ვაუჩერი იმ ოჯახს, რომელსაც სხვებთან შედარებით არ
უჭირს.
მერაბიშვილის თქმით, ის მათ მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს, კრიტერიუმები
ჩამოყალიბდება და 1000 ლარიანი ვაუჩერი მათ გადაეცემა ვისაც სჭირდება, თუმცა ასევე
იმოქმედებს სოლიდარული დამოკიდებულება.
„სამწუხაროდ ძალიან ცოტაა ისეთი ოჯახები, რომელთაც ეს ვაუჩერი არ
სჭირდებათ. მზად ვარ თქვენთან ერთად ვაუჩერების კრიტერიუმზე ვიმსჯელო, მაგრამ ეს
სიკეთე გადავანაწილოთ ჩვენ ახლობლებზე, მეზობლებზე და იმ ადამიანებზე ვისაც
ვაუჩერი სჭირდება“,- დასძინა მან
internet.ge