GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გაერომ საქართველოს რეზოლუციის პროექტი მიიღო
21:21 03.07.2012
დღის სიახლეები

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დღეს საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი მიიღო, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ეხება. რუსული მხარის მტკიცების მიუხედავად, რომ რეზოლუცია ზიანს მიაყენებდა ჟენევის დისკუსიებს, დოკუმენტს უშიშროების საბჭოს 60-მა წევრმა დაუჭირა მხარი.

დოკუმენტის თანახმად, გაეროს უშიშროების საბჭო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს გაააქტიურონ ძალისხმევა მყარი მშვიდობისათვის, შეთანხმდნენ ნდობის აღდგენის უფრო ეფექტურ ზომებზე და დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები ადამიანის უფლებების დაცულობის უზრუნველყოფისთვის, რამაც დევნილების ღირსეულ დაბრუნებას უნდა შეუწყოს ხელი.

რეზოლუცია რუსული მხარის გაღიზიანების მიზეზი გახდა. რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრე პანკინი შეეცადა გავლენა მოეხდინა უშიშროების საბჭოს წევრებზე, რომ მათ არ დაეჭირათ მხარი დოკუმენტისთვის. მოსკოვს განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის რეზოლუციის ტექსტში დაფიქსირებული ფორმულირებები. კერძოდ, ის, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რომ დევნილებს აქვთ უფლება დაბრუნდნენ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

პანკინმა განაცხადა, რომ დღეს სხვა გეოპოლიტიკური რეალობაა შექმნილი, რომელსაც საქართველო და დასავლეთი უნდა შეეგუოს, თუმცა მისი მცდელობის მიუხედავად, დოკუმენტი საბოლოოდ მაინც დაამტკიცეს.

გაეროს უშიშროების საბჭომ აღნიშნული რეზოლუციით ხაზი გასუვა, რომ აუცილებელია არათუ დევნილების დაბრუნება, არამედ ის, რომ შემუშავდეს ზომები მათი უპირობო და ღირსეული დაბრუნებისთვის, და რაც ყველაზე მთავარია, მათი ცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემო შეიქმნას.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება1
Financial Times: არჩევნების შოკისმომგვრელი შედეგი: ინვესტორები გარბიან2
ბიძინა ივანიშვილი: ბურჯანაძე ღირსეულად მოიქცა, როცა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა3
სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მუშაობას ოპოზიციის ნაწილი დადებითად აფასებს4
გაერომ საქართველოს რეზოლუციის პროექტი მიიღო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X