GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს დაამკიცებს
09:18 04.07.2012
დღის სიახლეები

პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას – „მეტი სარგებელი ხალხს“ ნდობას დღეს გამოუცხადებს.

ნდობის გამოცხადების საკითხზე, დეპუტატები დღეს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ, რომელიც 12:00 საათზე დაიწყება.

ამას გარდა, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტსაც დაამტკიცებენ, სადაც ცვლილება დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის გამო შედის. კერძოდ, უწყების დაფინანსების მიზნით, ბიუჯეტიდან 900 ათასი ლარი გამოიყოფა.

დღევანდელ რიგგარეშე სხდომას, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი არ დაესწრება. ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის” წევრები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების „ფარსში“ მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. ამ ფრაქციის წევრების ბოიკოტის მიუხედავად, სხდომას ფრაქციის წევრი „ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია დასწრება.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში პრემიერის შეცვლისა და ამ თანამდებობაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის წარდგენის გამო დადგა. სამთავრობო ცვლილებებით, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია არის წარდგენილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე - დიმიტრი შაშკინი, განათლების მინისტრის - ხატია დეკანოიძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პოსტზე კი - დალი ხომერიკი, დასაქმების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელად – პაატა ტრაპაიძე.

პრემიერობის კანდიდატმა, ვანო მერაბიშვილმა მინისტრობის კანდიდატებთან ერთად შეხვედრები პარლამენტში გუშინ გამართა და დეპუტატებს სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

რაც შეეხება კონსტიტუციის მიხედვით, ნდობის გამოცხადების საკითხს, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს. პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა. მთავრობის წევრები უნდა დაინიშნონ ნდობის გამოცხადებიდან სამი დღის ვადაში. ამასთან, პარლამენტი უფლებამოსილია ნდობა არ გამოუცხადოს მთავრობის შემადგენლობას და იმავე გადაწყვეტილებაში დასვას მთავრობის ცალკეული წევრის აცილების საკითხი. პრეზიდენტის მიერ აცილების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილების გაზიარების შემთხვევაში დაუშვებელია აცილებული პირის მთავრობის იმავე შემადგენლობაში დანიშვნა მთავრობის გათავისუფლებული ან გადამდგარი წევრის ნაცვლად.

პარლამენტმა საგაზაფხულო სესია 29 ივნისს რიგგარეშე სხდომით დახურა, მაგრამ სამთავრობო ცვლილებების დასამტკიცებლად მუშაობას ისევ რიგგარეშე ფორმატში განაგრძობს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თურქეთი მის ტერიტორიაზე 100 ირანელი ჯაშუშის ყოფნის შესახებ იუწყება1
მფრინავი თეფში მოქალაქეს 2 საათის განმავლობაში დასდევდა (VIDEO)2
ამერიკელმა ასტრონომმა მფრინავი თეფში გადაიღო (VIDEO)3
ბერმუდის სამკუთხედის წყლებში ჩაძირული ქალაქი იპოვეს (VIDEO)4
პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ურნაში მისმა უმცროსმა ვაჟმა ჩააგდო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X