„საქართველოს
მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში
ცვლილების მიზნით, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ხვალაც გაიმართება.
ამის
შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. ამ კანონის დაჩქარებული წესით
განხილვის მიზნით, რიგგარეშე სხდომა გაიმართება.
პარლამენტში
წარდგენილი ცვლილებებით, მთავრობის კანცელარიას მთავრობის კანცელარიის უფროსის ნაცვლად,
პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს.
პროექტით,
მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესიც იცვლება. კერძოდ, ის კანონის
ნაცვლად, მთავრობის რეგლამენტით განისაზღვრება.
ამასთან,
პროექტის მიხედვით, იმ უფლებამოსილებათა სახეები განისაზღვრება, რომელთა
დელეგირების უფლებით გადაცემის უფლებამოსილებაც პრემიერ–მინისტრს ეძლევა.
მთავრობის
საპარლამენტო მდივანის, გია ხუროშვილის განმარტებით, მთავრობას სჭირდება ისეთი
მექანიზმები, რომელიც გადაწყვეტილებების
სწრაფ და მოქნილ მიღებას უკავშირდება.
„ხალხი
ხელისუფლებისაგან სწრაფ მოქმედებებს ელოდება. ეს ცვლილებები ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება, მაგრამ
ამავდროულად შინაარსობრივ საკითხებსაც. შედეგად კი, მთავრობის ფუნქციონირებისთვის სწრაფი
და მოქნილი მექანიზმები შეიქმნება“, – დასძინა მან.
internet.ge