პრემიერ–მინისტრობის
კანდიდატი ვანო მერაბიშვილი პირობას დებს, რომ არცერთ მინისტრს სტატისტიკური
მონაცემებით არ შეაფასებს.
როგორც დღევანდელ
რიგგარეშე სხდომაზე, მერაბიშვილმა განაცხადა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რა
წერია სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებში, რადგან მისთვის არავითარი
მნიშვნელობა არ ექნება სტატისტიკით, საქართველოში რამდენი პროცენტი იქნება უმუშევარი.
„ის რაც ხდებოდა აქამდე
არის მშრალი სტატისტიკა. შს სამინისტროში არასდროს წამიკითხავს დანაშაულის
სტატისტიკა და არ შემიფასებია არცერთი პოლიციის უფროსი სტატისტიკიდან გამომდინარე.
პოლიციის მუშაობას იმის მიხედვით ვაფასებდი თუ რას ფიქრობდა ხალხი ამ პოლიციის უფროსზე
ან დეპარტამენტის უფროსზე“, – აცხადებს მინისტრობის კანდიდატი
მერაბიშვილის განცახდებით,
ის პირობას დებს, რომ არცერთ მინისტრს არ შეაფასებს სტატისტიკური მონაცემებით.
„ჩვენი მთავრობა მხოლოდ
იმით შეფასდება, თუ რამდენად მოსწონთ ხალხს, რამდენად გააკეთებენ საქმეს და რამდენად
მეტ სიკეთეს შეიტანენ ჩვენს ქართულ ოჯახებში. ოპოზიციასთან ციფრებით პაექრობას არ
ვაპირებ, რადგან მთავარია რა განწყობაა
საზოგადოებაში და მთავარია ქართველი ხალხი როგორ გრძნობს თავს – ბედნიერად თუ
გაჭირვებულად. მთავარია საზოგადოებრივი განწყობა და არა სტატისტიკური მონაცემები.
სტატისტიკური მონაცემები ბუღალტრული ბალანსებისთვის გამოგვადგება. შედეგი კი უნდა
იყოს ვიზუალური, დავინახოთ და ვიგრძნოთ“, – დასძინა მან.
internet.ge