„ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ლევან
ვეფხვაძე პრემიერ–მინისტრობის კანდიდატის, ვანო მერაბიშვილის სტატისტიკისადმი დამოკიდებულებას, ტოტალიტარული ქვეყნების პრაქტიკად აფასებს.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მას სტატისტიკური
მონაცემები არ აინტერესებს, რადგან მისთვის მთავარია საზოგადოებრივი განწყობა.
„მერაბიშვილის
განცხადება 30-იან წლებში არსებული გამოთქმის მსგავსია, რომ თუ „რიცხვები ჩვენს წინააღმდეგ არის, მით უარესი ამ რიცხვებისთვის“. თქვენ აპირებთ ამ აზროვნებით და ამ მენტალიტეტით მართოთ ეს ქვეყანა? პრემიერ-მინისტრი, რომელიც მსგავს განცხადებებს აკეთებს, არ მგონია სრულიად ადეკვატური იყოს ქვეყანაში არსებული რეალობისა“, – აღნიშნა
ვეფხვაძემ.
internet.ge