პრემიერ–მინისტრობის
კანდიდატი ვანო მერაბიშილი 30–იანი წლების ლიტერატურას არ იცნობს.
ამის შესახებ დღევანდელ
რიგგარეშე სხდომაზე, მერაბიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ლევან ვეფხვაძემ
აღნიშნა, რომ „მერაბიშვილის
განცხადება სტატისტიკასთან დაკავშირებით, 30-იან წლებში არსებული გამოთქმის მსგავსია, რომ თუ „რიცხვები ჩვენს წინააღმდეგ არის, მით უარესი ამ რიცხვებისთვის“.
მერაბიშვილის
თქმით, 30–იანი წლების ლიტერატურას ნაკლებად იცნობს, რადგან ეს არასდროს აინტერესებდა.
„არ ვიცი, 30–იან
წლებში რას ამბობდნენ, მაგრამ არ მინდა გავიხსენო, ის რაც ხდებოდა 30–70–იან წლებში.
ნაკლებად ვიცნობ. ჩემთვის მთავარია განწყობა და არა რიცხვები, რადგან რიცხვები
არაფერზე მეტყველებენ თუ მათ უკან არ დგას – განწყობა და რეალური შეგრძნება. კვლავაც
ვიტყვი, რომ ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება სტატიკური ციფრები“, –
დასძინა მან.
internet.ge