მერაბიშვილი: ყურადღებით ვიქნებით ნებისმიერი მოქალაქის, პრესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შენიშვნებზე
პრემიერ-მინისტრის კანდიდატის,
ვანო მერაბიშვილის მტკიცებით, ის საკუთარი მთავრობით ღია იქნება – პარლამენტთან,
პრესასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და თითოეულ მოქალაქესთან თანამშრომლობისთვის.
როგორც დღევანდელ
რიგგარეშე სხდომაზე, მერაბიშვილმა განაცხადა, ის პირობას დებს, რომ ყველა იმ შეცდომასა და არასამართლიანობას,
რომელიც შეიძლება სიჩქარით იყოს გამოწვეული, ადეკვატიურ პასუხს გასცემს.
„ყველა მინისტრი
თითოეული დეპუტატის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე ყურადღებით იქნება. ასევე
ვიქნებით ყურადღებით ნებისმიერი მოქალაქის, პრესისა და საზოგადოებრივი
ორგანიზაციების შენიშვნებზე. ყველა იმ შეცდომასა და არასამართლიანობას, რომელიც
შეიძლება სიჩქარით იყოს გამოწვეული, ადეკვატიურ პასუხს გავცემთ, რადგან გვინდა,
რომ რასაც გავაკეთებთ, იყოს სამართლიანი და ყველა ადამიანს ჰქონდეს განცდა იმისა,
რომ ის იმ სიკეთეებს და სარგებელს მიიღებს, რომელსაც იმსახურებს“, – განაცხადა
მერაბიშვილმა.
internet.ge