მანანა კობახიძის განცხადებით, კოალიცია და მისი ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი სამეგრელოში აქციის გამართვას თავს არ არიდებს. როგორც „პრაიმტაიმის“
პრესკლუბში სტუმრობისას პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“
ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო ხასიათის აქციებს
საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად მართავს.
„ბატონი ბიძინა ყველა რეგიონში ჩავა და შეხვდება მოსახლეობას, მათ
შორის სამეგრელოშიც“,- განაცხადა კობახიძემ.
ლიდერმა კოალიციის მიერ უკვე ჩატარებული აქციებიც შეაჯამა და აღნიშნა,
რომ მანიფესტაციები მშვიდი და ორგანიზებული ხასიათისაა.
„იმ ფონზე, რომ მცხეთის რეგიონი თითქმის დაცლილია საკმაოდ მასშტაბური
აქცია გამოვიდა, რა თქმა უნდა, მხარდამჭერები თბილისიდანაც იყვნენ ჩასულები, იყვნენ
საჩხერიდანაც და ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენ ეს ხალხი არ დაგვირაზმავს და მათი
ჩამოსვლის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიგვიღია. საკუთარი ხარჯებით მხარდამჭერს სხვა რეგიონში მოსვლას ვერ
ავუკრძალავთ“,- დასძინა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის
სამეგრელოს ორ სოფელში - ორულში და ოდიშში ვიზიტს ადგილობრივების
გაღიზიანება მოჰყვა.
ივანიშვილს სამეგრელოს მოსახლეობა პრეზიდენტის სახელის სკანდირებით
დახვდა და სოფლის დატოვება მოსთხოვა.
internet.ge