საპარლამენტო
უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით, ხელისუფლებას უფლება რომ ჰქონდეს, მთავრობას პროპაგანდის სამინისტროდ გარდაქმნიდა.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, თარგამაძემ განაცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ პროპაგანდა
ყველაზე კარგად გამოსდის.
„ამასაც თავისი რესურსი და ვადები აქვს. რაც უნდა იძახოთ ჰალვა – ჰალვა, პირში არ გატკბილდება და რაც უნდა ვიძახოთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ნახევარი დასაქმებულია და თურმე, დაუსაქმებელთა რაოდენობა სოფლებში ექვს
პროცენტს არ აღემატება, ეს ადამიანები მაინც დაუსაქმებელნი რჩებიან. დიდი ხანია, ამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და მისი შედეგი არჩევნებზე იქნება, როცა ხალხი მხარს იმ პარტიას
არ დაუჭრს, რომელიც საპნის ბუშტებს ბერავს“, – დასძინა მან.
internet.ge