საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, განათლების ახალი
მინისტრი - ხატია დეკანოიძე თანამშრომლებს წარუდგინა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, აუცილებელია მასწავლებლებს ჰქონდეთ სტიმული
პროფესიული დონე აიმაღლონ.
„ჩვენ გვინდა, რომ მასწავლებლობა იყოს მაღალანაზღაუარებადი და ამიტომ
ტესტირება მასწავლებლისთვის იქნება გადამწყვეტი. მასწავლებელს უნდა გაუჩნდეს
სტიმული, რომ პროფესიული დონე აიმაღლოს. ყველა ადამიანი უნდა იყოს თანასწორ
ვითარებაში“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, გამოცდების ცენტრი იყო კანტორა, სადაც
ადამიანები არაფრის კეთებაში მაღალ ხელფასებს იღებდნენ და ეს ვითარება უნდა
შეიცვალოს.
internet.ge