საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ამჟამინდელ მთავრობას
ხალხი დიდხანს დაუჭერს მხარს, რომ გადაწყვეტილებები მიიღონ და რეფორმები
გააგრძელონ.
ამის შესახებ განცხადება, მიხეილ სააკაშვილმა განათლების ახალი
მინისტრის წარდგენისას გააკეთა.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ეროვნული გამოცდები აუცილებელია სკოლაში
ბარდებოდეს.
„ჩვენი ამოცანაა გამოცდების ეროვნული ცენტრი 12 თვე მუშაობდეს და
არავინ იყოს დაჩაგრული. გამოცდების ჩაბარება ნებისმიერ დროს უნდა იყოს
შესაძლებელი. ეს ცენტრი უნდა იყოს ღია და ყველას შეეძლოს კვალიფიკაციის
ამაღლება. ერთიანი ეროვნული გამოცდები იყო
მიღწევა, მაგრამ ამ ყველაფერს გაგრძელება სჭირდება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობაში ყველა თანასწორია, მათი წარმატების რეცეპტი კი დემოკრატიული და
გახსნილი სისტემაა.
„მიხარია, რომ ხუთი ქალი მინისტრია ახალ მთავრობაში, რაც ნიშნავს, რომ
ქალებს ეხსნებათ ახალი შესაძლებლობები“,- დასძინა პრეზიდენტმა.
internet.ge