პარლამენტის თავმჯდომარე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
19:18 04.07.2012
|
დღის სიახლეები
|
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპუის შეხვდა. მათი საუბრის ძირითადი თემა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება, მიმდინარე რეფორმები და
ევროკავშირთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები იყო.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ
საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს,
რისი დასტურიცაა მიმდინარე მოლაპარაკებები.
როგორც ევროპული საბჭოს
პრეზიდენტმა განაცხადა, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომავალ საპარლამენტო
არჩევნებს და ორივე მხრიდან აღინიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
არჩევნების წარმატებით ჩატარება. სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ
ევროკავშირი ამ პროცესში საქართველოს ყველანაირად დაეხმარება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|