გაეროს
გენერალური ასამბლეაში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერა
რეგიონში ვითარების გართულებას გამოიწვევს - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს ოფიციალური განცხადებაში, რომელშიც პროტესტია გამოთქმული 3 ივლისს მიღებულ
დოკუმენტთან დაკავშირებით.
როგორც
ცნობილია, რეზოლუციაში, რომელსაც გაეროს გენერალურ ასამბლეაში 60-მა ქვეყანამ
დაუჭირა მხარი, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზეა საუბარი.
რუსულმა
მხარემ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ ის არ
შეესაბამება რეალობასა და რეგიონში ვითარების დაძაბვის მიზეზი შეიძლება გახდეს.
ამასთან, აღნიშნული დოკუმენტის გაეროში მხარდაჭერას, მოსკოვი, რატომღაც იმასაც
უკავშირებს, რომ შესაძლოა, ჰუმანიტარული საკითხების შეფერხდეს და საერთოდაც,
ჟენევის დისკუსიებსაც შეუშალოს ხელი.
გარდა ამისა,
მოსკოვს მიაჩნია, რომ დოკუმენტის განხილვას გაეროში აუცილებლად უნდა დასწრებოდნენ
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.
საგარეო
საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ „თბილისის მიერ არსებული რეალობის
არცნობა“ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ მხარეს არ სურს აწარმოოს სიტუაციის
დარეგულირებაზე გათვლილი მოლაპარაკების პროცესი.
internet.ge