საქართველოში დამდეგი
საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები „ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და
მიღწეული პროგრესის ინდიკატორი იქნება,“ - ამის შესახებ ევროკავშირის პრეზიდენტმა
ჰერმან ვან რომპეიმ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რომპეიმ მნიშვნელოვანი
უწოდა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი
დამკვირვებელი მოეწვიათ. ეს მათ დაეხმარებათ არჩევნები „მაქსიმალურად გამჭვირვალე
და ღია იყოს,“ - აღნიშნა ევროკავშირის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ გაერთიანება
აქტიურ მონაწილეობას მიიღებს მომავალი არჩევნების მონიტორინგში.
რომპეიმ იმასაც გაუსვა
ხაზი, რომ საქართველო რეგიონის ქვეყნებისთვის სამაგალითოა: „იგი მოდერნიზაციისა და
რეფორმირების გზაზეა და საკმაო პროგრესაც მიაღწია. ხელისუფლებამ აქ ახალი
სახელმწიფო ინსტიტუტები ააგო და ბიზნესისთვის ეს ქვეყანა მიმზიდველი გახადა.“
ევროგაერთიანების
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კავშირი მხარს უჭერს საქართველოს მიერ არჩეულ კურსს,
რომელიც კონფლიქტების დარეგულირებისკენ არის მიმართული.
internet.ge