GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ენის კანონის მოწინააღმდეგე უკრაინელებს ევროპარლამენტარებიც შეუერთდნენ
12:09 05.07.2012
დღის სიახლეები

კიევში, „უკრაინულ სახლთან“ გრძელდება ენის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია.

რადაში კი ოპოზიცია კვლავ ცდილობს მიღებული დოკუმენტის გაუქმებას. ფრაქცია „ჩვენი უკრაინას“ დეპუტატმა იური კარმაზინმა პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ენის შესახებ კანონის გაუქმებას ითვალისწინებს.

პარალელურად, რადაში განვითარებული მოვლენების გამო ჩოგბურთის ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვეს ევროპელმა პარლამენტარებმა. ტურნირი უკრაინაში უნდა ჩატარებულიყო. ამის შესახებ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტი იუწყება.

„პროტესტის ნიშნად ევროპის 15 ქვეყნის დელეგაციამ უარი თქვა ყოველწლიურ ტურნირში მონაწილეობაზე, რომელიც კიევში უნდა შემდგარიყო“ - ნათქვამია საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებაში.

ევროპარლამენტის ეგიდით აღნიშნული ტურნირი ევროდეპუტატებს შორის უკვე 19 წელია ტარდება. თუმცა ენის კანონთან დაკავშირებული მოვლენების გამო მონაწილეებმა ტელეგრამები გამოგზავნეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ტურნირში პროტესტის გამო არ მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც ცნობილია, უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომელიც უკრაინის 13 რეგიონში რუსული ენისთვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებას გულისხმობს. ოპოზიცია აცხადებს, რომ გარდა იმისა, რომ კანონი აკნინებს უკრაინულ ენას და ის ანტისახელმწიფოებრივია, დოკუმენტი დარღვევებით იქნა მირებული. დეპუტატების გარდა კანონს აპროტესტებს უკრაინის საზოგადოების დიდი ნაწილიც. ამასთან დაკავშირებით აქციები კიევში, ხარკოვში, დნეპროპეტროვსკსა და ლვოვში გაიმართა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აბიტურიენტები გამოცდას ზოგად უნარებში აბარებენ1
აკაკი ბობოხიძე: დრო დაგვანახებს გოზალიშვილის დღევანდელი ნაბიჯი რამ განაპირობა2
გლდანის მერვე საპყრობილეში საარჩევნო პროცესს ჟურნალისტები დაესწრნენ3
„ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიის ჩატარებას გეგმავს4
კალმახელიძე: ჩვენი მიზანი იყო გამოგვევლინა დამნაშავეების ის ჯგუფი, რომელიც სისიტემის დისკრეტიდაციას ახდენდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X