პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონი მიიღო,
რომლის მიხედვით, პრემიერ-მინისტრს ბრძანებების გამოცემისა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის უფლებების დელეგირება შეეძლება.
ცვლილებებს კენჭი დეპუტატებმა
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყარეს. პარლამენტმა კანონი 86 მომხრე ხმით მიიღო.
კანონის ძველი ნორმით, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს შორისაა რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობისთვის კოორდინაციის გაწევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების გამოცემა, მთავრობის შენობაში სრული ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მთავრობის კანცელარიის მოხელეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე გადაწყვეტულების მიღება.
ცვლილებით
კი, პრემიერ-მინისტრს უფლება ეძლევა, რომ აღნიშნული შესაძლებლობები, მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს გადასცეს.
internet.ge