ოპოზიციონერი დეპუტატი ლევან
ვეფხვაძე ინტერესდება საქართველოს ახალი მთავრობა სხდომების ჩატარებას Skype-ით ჩაატარებს თუ არა.
როგორც პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ–მინისტრისთვის უფლებების დელეგირებასთან დაკავშირებით კანონპროექტის განხილვისას ვეფხვაძემ განაცხადა, მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობის სხდომა თვეში
ერთხელ იმართება, ხოლო ცვლილების თანახმად, ახლა
სხდომის ჩასატარებლად ქვორუმი საჭირო აღარ იქნება.
„საინტერესოა, პრემიერს თვითმმართველობებთან ურთიერთობა აღარ სურს?
პროექტში წერია,
რომ პრემიერ–მინისტრი კანცელარიის უფროსიც ხდება.
მას კანცელარიაში შესული ნებისმიერი წერილის დახარისხების, დარეგისტრირების და ხელის მოწერის დრო როგორ ექნება? სხდომის ნაცვლად, ალბათ, ახლა ერთი კაცი
დაჯდება და იქნებ Skype-ის დახმარებით
მთავრობის სხდომის ჩატარებასაც აპირებთ?“,
– დასძინა მან.
internet.ge