შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომა მიმდინარეობს
პარლამენტში, ამ წუთებში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტების ოცდამეცხრამეტე სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ და პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, სერჰი პოდჰორნი და საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი უძღვებიან.
შეხვედრებზე, მხარეები, შავი
ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 2012 წელს დაგეგმილ ღონისძიებებს იხილავენ.
პარლამენტის ვიცე–სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის შეფასებით, საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო ძალიან აქტიურად არის ჩართული და კომიტეტის სხდომა, იმ გამოცდილებას ეძღვნება, რაც შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში, არჩევნების კუთხით არის.
„საპარლამენტო დონეზე, ყველა კონტაქტი საქართველოს შემდგომ გაძლიერებას შეუწყობს ხელს “, – დასძინა მან.
ამას გარდა, შეხვედრის მონაწილეები, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ოცი წლის იუბილესთან დაკავშირებით, განცხადებას მიიღებენ.
შეგახსენებთ,
რომ კომიტეტების სხდომა, 5 აპრილამდე გაგრძელდება.
Internet.ge