რუსეთის
მუდმივი წრმომადგენელი ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვი აცხადებს, რომ თუ
ევროკავშირი, აშშ-ის მსგავსად „მაგნიტსკის სიის“ ანალოგიურ დოკუმენტს მიიღებს, ეს
ბრიუსელს მოსკოვთან ურთიერთობს „გაუფუჭებს“. ამის შესახებ ჩიჟოვმა EUobserver-თან ინტერვიუში განაცხადა.
მოსკოვი
შიშობს, რომ აშშ-ის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დამრღვევი რუსი ჩინოვნიკების
მიმართ სავიზო და საბანკო სანქციებს სხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც
დააწესებენ.
მაგალითად,
დოკუმენტი, სახელწოდებით „მაგნიტსკის რეზოლუცია“ უკვე შეტანილია ეუთოს დღის
წესრიგშიც. მისი განხილვა 8 ივლისს მოხდება. 2 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ
ანალოგიური კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგში შეიტანა გერმანიის ბუნდესტაგმაც.
აშშ-ის
საერთაშორისო კომიტეტმა „მაგნიტსკის კანონს“ 26 ივნისს დაუჭირა მხარი. თეთრმა სახლმა
კი განაცხადა, რომ ის კანონის მიღების მომხრეა.
internet.ge