პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძე წალკაში, ადგილობრივ მოსახლეობას ჯანდაცვის რეფორმებზე, ახალ სადაზღვევო სისტემასა და ახალ სამთავრობო გეგმებზე ესაუბრა.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, სპიკერმა
ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც გაამხავილა და
განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ყველა სოფლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
პარლამენტის თავმჯდომარემ სამუშაო
ადგილების შექმნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობის პროგრამა
უახლოეს ოთხ წელიწადში, ქვეყანაში დამატებით 270 000 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს.
„ახალი
სამუშაო ადგილების შექმნის პროცესში მნიშვნელოვან როლს ის ინფრასტრუქტურული
პროექტები ასრულებს, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ამასთან, ყველა სოფელს ექნება - წყალი, გზა, ბუნებრივი აირი და ყველაფერი ის, რაც ნორმალური ცხოვრებისათვის საჭიროა“, - დასძინა მან.
ბაქრაძემ წალკაში სტუმრობისას, ცენტრში მშენებარე ინფრასტრუქტურული პროექტები და ადგილობრივი ფერმერის ალუდა საღვლიანის მეცხოველეობის ფერმაც დაათვალიერა.
internet.ge