GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ეუთო ადასტურებს რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია
15:10 08.07.2012
დღის სიახლეები

მონაკოში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხარდაჭერა გამოუცხადა. რეზოლუციის წინააღმდეგი არის მხოლოდ რუსეთი, რომელიც აცხადებს, რომ დოკუმენტი ანგაჟირებული და რეალობას მოწყვეტილია.

რეზოლუციის საბოლოო კენჭისყრა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხვალინდელ სხდომაზე გაიმართება, მანამდე კი მისი განხილვა პოლიტიკურ კომიტეტში შედგა, სადაც რუსეთის დელეგაცია კვლავ შეეცადა დოკუმენტის ტექსტიდან ტერმინის „ოკუპირებული ტერიტორიების“ ამოღებისთვის მიეღწია, რაზეც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან წინააღმდეგობას წააწყდა.

რუსეთის დელეგაცია აცხადებს, რომ  დოკუმენტი ცალმხრივია და არ ითვალისიწინებს კავკასიის რეგიონში კონფლიქტების თვალსაზრისით შექმნილ მდგომარეობას. კერძოდ, მოსკოვის აზრით, ეს „ახალი რეალობა“ მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონმა კი დამოუკიდებლობა მიიღო, რასაც საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი უნდა გაუსწოროს.

გამართული მსჯელობის დროს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ეს არის სწორედ ის დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ ვითარებას.

„ეს ეხება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელთა მოღვაწობაც ოკუპირებულ რეგიონებში შეზღუდულია. ყველა საპარლამენტო ასამბლეამ უკვე მიიღო რეზოლუციები, რომლებშიც რეალობა უფრო მკაცრი ენითაა აღწერილი. მართებულია, რომ ამაზე ეუთოც ამახვილებს ყურადღებას და იზიარებს ამ პრინციპებს “- განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენილი რეზოლუციის პროექტი პოლონელი დეპუტატის მიხეილ შერბას მიერაა ინიცირებული. მისი თანაავტორი კი ეუთოს წევრი 9 სახელმწიფოს 36 პარლამენტარია. რეზოლუციაში წერია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, უზრუნველყონ შიდა ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და რაც მთავარია, ასამბლეა „დაჟინებით მოუწოდებს რუსეთის მთავრობასა და პარლამენტს, ასევე საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს, რომ ნება დართონ ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიას, დაუბრკოლებლად შევიდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სკოლებში გრიპის ეპიდემიის საფრთე იზრდება1
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდი განცხადებას ავრცელებს2
ქუბრიაშვილმა ვარჯიში განაახლა3
უსუფაშვილი: მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა 20 ოქტომბრისთვის გაირკვევა4
დაჩი ცაგურიას სამთვიანი პატიმრობა ემუქრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X