GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო უწყება სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს
12:11 09.07.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში ძლიერი წყალდიდობის შედეგად მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებსა და ახლობლებს თანაგრძნობას უცხადებს. საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას ნებისმიერი სახის დახმარების აღმოჩენაზე რუსული მხარის შეხედულებისამებრ", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყუბანში მომხდარი წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, წყალდიდობამ კრასნოდარის მხარეში სრულად გაანადგურა 96 სახლი, დაიტბორა თითქმის 5 200 შენობა, საცხოვრებლის გარეშე დარჩა 26 475 ადამიანი, მათ შორის, 6 330 ბავშვი. შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია 2 756 ადამიანი, რომელთაგან 126 ბავშვია. დაახლოებით 3 300 მოსახლემ მთლიანად დაკარგა ქონება, 18 ათასმა კი - ნაწილობრივ. ამ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სამხრეთ რეგიონების ცენტრი ავრცელებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციელებმა აზებაიჯანელ მოქალაქეს 77 ჭრილობა მიაყენეს1
გამაოგნებელი დასკვნა - ვეშაპებს ლაპარაკი შეუძლიათ (VIDEO)2
ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში გაუპატიურებას გადაურჩა (VIDEO)3
კუნგ-ფუს ილეთით მაშველმა მამა-შვილი თვითმკვლელობისგან იხსნა (VIDEO)4
სკოლაში, მოზარდებს შორის, ძალადობის ამსახველი კადრები ვრცელდება (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X