ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე, გავრცელებულ
ინფორმაციას, კოალიციის ლიდერის არჩევნებამდე დეპორტაციასთან დაკავშირებით,
უსაფუძვლოს უწოდებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფანჯიკიძემ განაცხადა,
ივანიშვილს ყველაფერი გათვლილი აქვს.
„მინდა მოსახლეობა დავამშვიდო. ამ ხელისუფლებას ბევრი უსამართლო ხრიკი
და მეთოდი აქვს ალბათ და ცდილობს ასეთი მეთოდებით შეებრძოლოს კონკურენტებს.
მიუხედავად ამისა, არაფერი გამოუვა. ივანიშვილს გათვლილი აქვს ყველაფერი, ისიც, თუ რა
საფრთხე შეიძლება ელოდეს მასაც და კოალიციის
წევრებსაც“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
internet.ge