მე ძალიან
მაშფოთებს რუსეთის ღია მუქარები რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ, ასევე
საქართველოს საზღვართან შემოდგომაზე დაგეგმილი სამხედრო სწავლება - განაცხადა
ამერიკელმა კონგრესმენმა ჯონ მაკკეინმა ჟურნალისტებთან საუბრისას მონაკოში, სადაც
ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მონაწილეობს.
ამასთან
დაკავშირებით მაკკეინმა აღნიშნა, რომ კონგრესი აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველო
თავდაცვითი შეიარღებით უზრუნველყოს.
მან ასევე
განაცხადა, რომ „დარწმუნებულია ქართველ ხალხში“ და იმაში, რომ შემოდგომის საპარლამენტო
არჩევნებში ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
internet.ge