კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა,
პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის მიმართ კეთილგანწყობა კიდევ ერთხელ, ამჯერად სასტუმრო "თბილისი მარიოტში", კოალიციის
ახალგაზრდული ფრთის კონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.
მისი თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდიდან „მერაბიშვილი ერთ-ერთი მოაზროვნე კაცია“.
„თუმცა დღეს მერაბიშვილი, ადეიშვილი და სხვებიც, ვინც მოიაზრებოდნენ ასეთებად, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
internet.ge