მონაკოში
მიმდინარე ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის სესიაზე მხარი დაუჭირეს რეზოლუციას
მოლდოვასთან დაკავშირებით, რომელშიც წერია, რომ რუსეთმა დნესტრისპირეთიდან თავისი
ჯარების გაყვანა უნდა დაიწყოს.
რეზოლუციაში
აღნიშნულია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა აღიარებს, რომ მოლდოვას
შემადგენლობაში დნესტრიპისრეთისათვის განსაკუთრებული სტატუსის მიცემა ამყარებს და
უზრუნველყოფს მოლდოვას სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას
მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტში, სადაც რეზოლუციაზე
კენჭისყრა შედგა, დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ რუსეთისა და კვიპროსის
წარმომადგენლებმა.
internet.ge