ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა
ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა საქართველოს შესახებ რეზოლუცია, რომელშიც
წერია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები ოკუპირებული ტერიტორიებია.
რეზოლუციის
ავტორის, პოლონელი დეპუტატის მიხეილ შერბას თქმით, ეს ისტორიული მომენტია ეუთოს
საპარლამენტო ასამბლეისათვის, ვინაიდან მის მიერ მიღებულ დოკუმენტში პირველად
დაფიქსირდა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ოკუპირებული
ტერიტიორიებია.
რეზოლუციაში,
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ასევე, მოუწოდებს რუსეთს, დაუშვას საერთაშორისო
მონიტორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და უზრუნველყოს დევნილების ღირსეული და
უსაფრთხო დაბრუნება.
დღეს მიღებულ
დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილ
საპარალამენტო არჩევნებზეც, რომელზეც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თავის
დამკვირვებლებს გამოგზავნის.
მონაკოში
მიმდინარე სესიის დასასრულს აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი
თავმჯდომარე - ეს პოსტი იტალიელმა რიკარდო მილიორიმ დაიკავა. ერთ-ერთი
ვიცე-პრეზიდენტი კი ხმათა უმრავლესობით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი გიგი
წერეთელი გახდა, რომელიც ამ პოსტს 2015 წლამდე ჩაიბარებს.
internet.ge