ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია
ფანჯიკიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც თუ „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი საპროტესტო აქციების გამართვის მოწოდებით გამოვა, მას მოსახლეობის მხოლოდ
27 % დაუჭერს მხარს, კომენტარს არ აკეთებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ფანჯიკიძემ
განუცხადა NDI-ს
კვლევა არ უნახავს და ტელეფონით მიწოდებულ ინფორმაციას არ ენდობა.
„თუ საპროტესტო აქციებზე გამოკითხულთა 53 % არ გამოგვყვება ამაში
გასაკვირი არაფერია. უბრალოდ ვერ მივხვდი თქვენი კითხვის აზრს, რა გინდათ გითხრათ
არ ვენდობი გამოკითხვასთქო?- გეტყვით, რომ სატელეფონო ზარით მიღებულ ინფორმაციას,
ვინც უნდა იყოს, ყურმილს მიღმა არ ვენდობი“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
დღეს, ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევების პრეზენტაცია გამართა, სადაც კითხვაზე - „ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მოუწოდებს ხალხს ქუჩის საპროტესტო აქციებისკენ, დაუჭერდით თუ არა მხარს ივანიშვილის ამგვარ მოწოდებას“ –გამოკითხულთა მხოლოდ 27 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, 53 პროცენტმა უარყოფითი, ხოლო 19 პროცენტმა ამ ეტაპზე არ იცის, როგორ მოიქცევა.
შეგახსენებთ, რომ თემაზე - „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ NDI-მ კვლევა 4 ივნისიდან - 22 ივნისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 6,299 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩაატარა. NDI-მ კვლევების შედეგები დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.
internet.ge