ოსი ექსპერტი: რუსეთის დელეგაციას ტერმინ „ოკუპირებული ტერიტორიების“ წინააღმდეგ ხმა არ მიუცია
როგორც
ირკვევა მონაკოში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე, რომელზეც
კენჭი უყარეს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი
ოკუპირებულ ტერიტორიებადაა დასახელებული, რუსულმა დელეგაციამ ხმის მიცემისას „თავი
შეიკავა“ და წინააღმდეგი არ წავიდა, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ახლა მწვავე განხილვის
თემაა. ამის შესახებ ასამბლეაში რუსეთის
დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლაი კოვალიოვმა სააგენტო „რეგნუმს“ განუცხადა.
ხოლო
კითხვაზე, რატომ არ მისცა რუსეთის დელეგაციამ ხმა რეზოლუციის „წინააღმდეგ“,
კოვალიოვმა განაცხადა, რომ „რეზოლუციაში არის ჭკვიანური რამეებიც, რომელთა
წინააღმდეგ წასვლაც მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ მოცემულ სიტუაციაში
(საქართველოს შესახებ რეოზლუციაზე ხმის მიცემისას) დელეგაციის პოზიცია
ბალანსირებულია და არავითარ შემთხვევაში არ არის მიმართული ურთიერთობის გამწვავებისკენ.
ეს ჩვენი პოზიციაა - არ მივიყვანოთ საქმე აბსურდულ დაპირისპირებამდე“ - განაცხადა
კოვალიოვმა.
რუსეთის დელეგაციის ამ ნაბიჯმა განსაკუთრებულად
მარიონეტული რეჟიმები აღაშფოთა. ოსი ექსპერტი ირინა გაგლოევა წერს, რომ „ბოლომდე
გაურკეველია რუსული დელეგაციის საქციელი ასამბლეაზე, სადაც აშკარად ანტიოსური
გადაწყვეტილება მიიღეს“ - განუცხადა გაგლოევამ „რეგნუმს“.
internet.ge