საპარლამენტო
უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის შეფასებით,
ხელისუფლებაში მოკალათებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ბევრი უნდა იფიქრონ იმაზე, თუ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ხელს არ შეუწყობენ, პროცესზე კონტროლი გაუჭირდებათ.
როგორც
ჟურნალისტებს NDI–ს კვლევების შედეგების შეფასებისას, თარგამაძემ განუცხადა, დადებითია, როცა გამოკითხულთა ნახევარზე მეტს მეტ-ნაკლებად პოზიტიური მოლოდინი აქვთ არჩევნების კარგად ჩატარებასთან დაკავშირებით.
„ყველა ეს ციფრი ანალიზის საფუძველი უნდა იყოს, რადგან საქართველოს მომავალი არც მხოლოდ ხელისუფლების და არც მხოლოდ ოპოზიციის პასუხისმგებლობის ქვეშ არის. ამ ტენდეციების გათვალისწინებით, ხელისუფლებაში მოკალათებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ბევრი უნდა იფიქრონ იმის თაობაზე, რომ თუ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას ხელს არ შეუწყობენ, პროცესზე კონტროლი გაუჭირდებათ. ასეთი ადამიანების პესიმიზმიც შემაშფოთებელია და პირველ რიგში, ისინი არჩევნებზე მისვლის აუცილებლობაში უნდა დარწმუნდნენ, რადგან მათი მიუსვლელობა, ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. ეს არის იმ ადამიანების კატეგორია, რომელთა უნდობლობაც პოლიტიკური პროცესისადმი, ღრმად ფესვგადმგმულია და რადიკალური პოლიტიკური პროტესტის ზომებისთვის არის მზად“, – დასძინა მან.
internet.ge