სააკაშვილი: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის რეალური შანსი გვაქვს
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მომავალ
წელს დაგეგმილ სამიტზე ევროკავშირმა ნათლად უნდა გამოხატოს მზადყოფნა საქართველოს
ევროკავშირის წევრობაზე, რაც ძალიან სერიოზული განაცხადი იქნება.
როგორც პრეზიდენტმა, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ვილფრიდ
მარტენსისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომავალ წელს
საქართველოს აქვს რეალური შანსი, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო
მიმოსვლა ჰქონდეს.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ საქართველო ერაზმერის პროგრამაში ჩაერთვება,
რომელიც ქართველი სტუდენტების ევროპაში სწავლას ითვალისწინებს.
„დღეს მიღებული დოკუმენტით ასევე გაირკვა, რომ ბათუმში ევროპული
კოლეჯი გაიხსნება, სადაც ევროპული დიპლომი გაიცემა და ევროპელი ლექტორები
ჩამოვლენ“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge