მმართველი
გუნდის წევრი, აკაკი მინაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემა არ არსებობს.
როგორც
ჟურნალისტებს NDI-ის კვლევებთან დაკავშირებით, მინაშვილმა
განუცხადა, საქართველოს მთავრობამ ბევრი რეფორმა გაატარა იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს.
„საქართველოში დემოკრატიის პრობლემა არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დემოკრატია კონსოლიდირებულია, რადგან ძალიან ბევრი რეფორმა ჯერ კიდევ გასატარებელია. მთავარია, რომ საქართველოში ადამიანს აქვს სრული უფლება, საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ,
რომ NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის საქართველოში დემოკრატია არ არის. კითხვას, არის თუ არა საქართველოში დემოკრატია, 38 პროცენტი დადებითად პასუხობს, 43 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის.
internet.ge