ცხინვალში
უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე
საქართველოს შესახებ რეზოლუციის კენჭისყრისას, რომელშიც დაფიქსირდა, რომ აფხაზეთი
და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული ტერიტორიებია, რუსეთის დელეგაციამ მხოლოდ „თავი
შეიკავა“ და „წინააღმდეგი არ წავიდა“.
ოსი
ექსპერტი ინალ პლიევი ამბობს, რომ რუსული დელეგაციის აღნიშნული ნაბიჯი
„რეზონანსული განხილვის“ საგნად უნდა იქცეს.
პლიევი
ახსნა-განმარტებას მოითხოვს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე რუსეთის
დელეგაციის ხელმძღვანელის, დუმის დეპუტატ ნიკოლაი კოვალიოვისგან, რომელმაც
განაცხადა, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ არ მისცეს ხმა იმიტომ, რომ „მასში გონივრული
რამეებიც არის, რომელთა წინააღმდეგ წასვლაც მიზანშეწონილი არ იქნებოდა“.
„ჩემეთვის
მიუღებელია კოვალიოვის განმარტება. არანაირი „რამეები“ არ შეიძლება იყოს
„გონივრული“, თუკი სამშობლოს ინტერესებს აზიანებს, მის ავტორიტეტს და მას
„ოკუპანტის“ სახელს ახვევენ თავს“ - განაცხადა პლიევმა.
Internet.ge