„ქართული
ოცნების“ ლიდერ, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მინიმუმ ექვსი თვის მანძილზე, არ იქნება მიღებული.
აღნიშნულ საკითხს, „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონი ითვალისწინებს,
რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის შეძენის, მოქალაქეობის შეწყვეტისა და მოქალაქეობის აღდგენის შესახებ განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
ამას
გარდა, „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული არ არის.
internet.ge