გივი თარგამაძე: ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, დღევანდელი აჟიოტაჟი დაგვიანებულ სინანულს ჰგავს
მმართველი გუნდის
წევრის, დეპუტატ გივი თარგამაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის
საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა – ხელოვნურია.
როგორც ჟურნალისტებს
თარაგამაძემ განუცხადა, ყველასთვის
ცნობილია, რომ თავის დროზე, ივანიშვილს მოქალაქეობა მინიჭებული ჰქონდა.
მისი
თქმით, მოქალაქეობის საკითხს, ივანიშვილი გულგრილად მოეკიდა, ან მისი მნიშვნელობა უგულვებელყო.
„აქედან გამომდინარე, დღევანდელი აჟიოტაჟი დაგვიანებულ სინანულს უფრო ჰგავს. ის ფორმები, რომლითაც ივანიშვილი მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, არ არის სწორი გზა, რომლითაც უნდა ეცადო ამ უფლების დაბრუნებას. ნატურალიზაციის გზით, მოქალაქეობის აღდგენის გზა გამართლებული არ არის. ივანიშვილს ნატურალიზაცია კი არ სჭირდებოდა, არამედ მას საქართველოს მოქალაქეობა ისედაც ჰქონდა. ის, რომ ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა გადაწყვიტა, ან ის, რომ ბევრი ფული აქვს, მას კანონის თვალში, სხვა ამავე პრობლემის მქონე ადამიანებისგან არ გამოარჩევს,“ – დასძინა მან.
Internet.ge